სტრასბურგის სასერტიფიკატო კურსი ადამიანის უფლებებში უკვე საქართველოშია – ევროპის უნივერსიტეტის ინოვაციური შეთავაზება ქართველ ადამიანის უფლებადამცველებს

20 სექტემბერი 2017

უპრეცენდენტო შემთხვევა – სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ტრენინგ-კურსი საქართველოში ჩატარდება. პირველად, არსებობის ისტორიაში, ადამიანის უფლებების დაცვის მსოფლიო ევროპის ცენტრიდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი ქართველ მსმენელებს ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ტრენინგ-კურსს თბილისში სთავაზობს.

შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს  უკვე აღარ სჭირდებათ ადამიანის უფლებებში პრესტიჟული სერტიფიკატის მისაღებად სტრასბურგში ჩასვლა. ევროპული განათლებისა და სერტიფიკატის მიღება მათ საკუთარი ქვეყნიდან და ქალაქიდან გაუსვლელადაც შეუძლიათ.

   

რენე კასინის ფონდის მიერ დაარსებული „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი“, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა   და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში ერთკვირიან ტრენინგ-კურსს 2017 წლის 16-20 ოქტომბერს ევროპის უნივერსიტეტში ჩაატარებს.

ეს მონაწილეებს საშუალებას აძლევს კვალიფიკაცია აიმაღლონ ისეთი მაღალი დონის პროფესიონალებთან, როგორებიც არიან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ის მოსამართლეები, რომლებმაც, მოსამართლეობის ვადის ამოწურვის შემდეგ, მოღვაწეობა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში განაგრძეს.

        

სალექციო კურსისთვის კანდიდატებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი თავად შეარჩევს.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ინგლისური ენის მცოდნე:

  • მაგისტრებს, მოსამართლეებსა და სამართლის ექსპერტებს;
  • პროფესორებსა და მკვლევრებს;
  • ქართველ და საერთაშორისო ოფიციალურ პირებს;
  • ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტივისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს;
  • მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამართლის სტუდენტებს;
  • ნებისმიერ დაინტერესებულ პარტიას, რომელსაც აღნიშნულ სფეროში მუშაობის სურვილი და გამოცდილება აქვს.    

        
      

როგორც ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი იოსებ კელენჯერიძე EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, ტრენინგ-კურსი საფრანგეთში, სტრასბურგში უკვე 48 წელია ტარდება, რაშიც მთელი მსოფლიოს უფლებადამცველები მონაწილეობენ.

     

„ეს მაღალი რანგის სასერტიფიკატო კურსებია და მასში მონაწილეობის მისაღებად სტრასბურგში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან. ახლა კი საქართველოში, ან მეზობელ ქვეყნებში მცხოვრებლებს საშუალება აქვთ, რომ აქ, თბილისში გაიარონ იგივე ტრენინგი’’.

     

,,კავკასიაში ეს კურსი ჯერ არ ჩატარებულა. ჩვენი რეგიონის მიმართ სტრასბურგში დიდი ინტერესია და მოლაპარაკებების შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ კურსი საქართველოში შედგეს,“ – ამბობს იოსებ კელენჯერიძე.

     

რაც შეეხება ტრენერების კვალიფიკაციას, ისინი ევროპის სხვადსახვა უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორები არიან. ტრენინგი მთლიანად სალექციო კურსს მოიცავს, რომლის ბოლოსაც ტესტირება ჩატარდება. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე მინიმუმ ზღვარს ვერ გადალახავს, მას მსმენელის სერტიფიკატს აიღებს, დადებითი ქულის შემთხვევაში კი მონაწილეებს სერტიფიკატი გადაეცემათ.

გარდა ამისა, ყველაზე წარმატებულ კურსდამთავრებული – ფინალური ტესტის ლაურეატი, სპეციალურ ჯილდოს მიიღებს – ის სტრასბურგის ყოველწლიურ სასწავლო კურსზე  2018 წლის ივლისში ერთი თვით გაემგზავრება.

“ევროპაში სტრასბურგი ადამიანის უფლებების ცენტრად მოიაზრება. შესაბამისად, იურიდიულ წრეებში ეჭვს არ იწვევს მათ მიერ ორგანიზებული კურსის სერტიფიკატის პრესტიჟულობა. აღსანიშნავია, რომ  ამ კურსში მონაწილეობა შეეძლებათ არა მარტო იურისტებს, არამედ პირებს, ვისაც ადამიანის უფლებებში რაიმე გამოცდილება გააჩნიათ“ – დასძენს  დეკანი.

       

რეგისტრაციის ბოლო ვადა 2017 წლის 24 სექტემბერია. ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტისათვის სასწავლო კურსის ღირებულება – 50 ევრო, სხვა პირებისათვის კი 100 ევრო იქნება. ევროპის უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს სპეციალურ შეთავაზებას უკეთებს და ისინი აღნიშნული პროგრამის გავლას მხოლოდ 35 ევროდ შეძლებენ.

 

რეგისტრაციის ლინკი :  https://www.iidh.org/UK/index.php?p=voir_formation&idFormation=64

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი